0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გურჯაანის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი სანადირო თოფით დაჭრეს


სოფელ ვეჯინში გურჯაანის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  კუკური ჯამატაშვილს ​სანადირო თოფიდან ესროლეს. მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს ცნობით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოღებულია. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები