0 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვარკეთილში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით).

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარკეთილში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები