0 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ფიზიკურ პირზე ასაღებდა ყალბ 100 აშშ დოლარიან კუპიურებს, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთიერიმტკიცებულების სახით ამოიღო. 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 - დან 7 წლამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები