0 6 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-ს განცხადებით გორის ვიცე მერის სახლში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

შსს-ს ცნობით, ქალაქ გორის ვიცე მერის, გოგა რაზმაძის სახლიდან ძვირფასეულობა ფარულად ძიძამ წამოიღო და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძიძა ვიცემერის სახლში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

„1986 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან, რამდენიმე თვის წინ, ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი - კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახსა და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანსაცმელი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის შესანახი ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები