0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

33 წლის ალუდა ლიპარტელიანი ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი მამაკაცის გადმოსვენებას საქართველოს მთავრობას სთხოვს


 რამდენიმე  კვირის წინ ბარსელონაში 33 წლის  ალუდა ლიპარტელიანი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. ახალგაზრდა მამაკაცის საქართველოში    გადმოსვენება ვერ ხერხდება. ოჯახი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს.

ესპანეთიდან საქართევლოში ალუდა ლიპარტელიანის გადმოსვენების თხოვნით,  დღეს  მთავრობის კანცელარიასთან გარდაცვლილის ახლობლები შეიკრიბნენ. მათი  ინფორმაციით ესპანეთის მთავრობა მხოლოდ გარდაცვლილის ფერფლის ჩამოსვენებაზეა თანახმა, თუმცა სვანების ოჯახისთვის ეს ფაქტი კატეგორიულად მიუღებელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ალუდა ლიპარტელიანის ნეშტის გადმოსვენებას ითხოვენ და დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები