0 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აზერბაიჯენელი ჟურნალისტის ადვოკატები სტრასბურგში სარჩელს შეიტანენ

ჩამოტვირთვა

"აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლოში ამ სახელწოდების სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან დაკავებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის ადვოკატები.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ რა ფორმითაც მოხდა აფგან მუხთარლის დაკავება, ადამიანის უფლებების საერთშორისო კონვენციის დარღვევაა.

"ვფიქრობ, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა, სხვაგვარად თბილისის ცენტრიდან ადამიანის გატაცება და პასპორტის გარეშე საზღვარზე გადაყვანა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ორივე ქვეყანაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ამ საქმის ობიექტურად გამოძიებას მოვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ," - აცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა. 

პარალელურად, ჟურნალისტის ქართველი ადვოკატისთვის გაუგებარია ე.წ. მწვანე საზღვრის განმარტება.

"ალბათ გულისხმობდნენ, რომ მწვანე ბალახზე ფეხშიშველი დადიოდა ალბათ, მაგრამ ფაქტი მის არის, რომ აღიარება, დადასტურება მოხდა იმისა, რომ არსებობს ისეთი მონაკვეთები, სადაც თავზე ტომარა ჩამოცმული ადამიანი შეიძლება გაუჩინარდეს," - აღნიშნსვს არჩილ ჩოფიკაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები