0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით ჯამში განახორციელა 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 653 852,10 ლარის ზიანი. 
ასევე, ბრალდებულმა ზემოთ აღნიშნული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად, საგადასახადო ორგანოში წარადგინა 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები. 
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები