0 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სამტრედიაში შვილმა მამა მოკლა

   ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული პ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
   უწყების ცნობით, ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას - 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.    სამართალდამცველებმა პ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით)“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები