0 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაცია ახმეტაში-ოჯახში მოძალადე, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებულია

ჩამოტვირთვა

შსს-ს ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება სოფელ ზემო ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს მოქალაქე ელიზბარ პ-მ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მობილიზება. წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი დაკავებულია.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები