1 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ფაიზერის“ მეორე დოზაზე აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება.

„აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან დაიწყება მეორე დოზაზე აცრა. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, - განცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები