1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შეიძლება დესტრუქციულ ძალებს სურთ, გადადგეს პრემიერი, მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას”

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა მთავრობა პასუხისმგებლობას 5-6 ივლისის მოვლენებზე ამ სიტყვებით პასუხობს:

“თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?” 

მისი თქმიტ დესტრუქციულ ძალებს სურთ, რომ პრემიერი გადადგეს, მაგრამ ვერ ეღირსებიან:

“შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერმინისტრი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, რომელმაც როგორც იქნა სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს”, – განაცხადა თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები