0 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილია მეორის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ გაიმართება

პანდემიის გამო, 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე.

ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები