1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 ნიშანი, რომ ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმდება – მაია ბუწაშვილის რჩევები

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, როგორ უნდა მიხვდეს კოვიდინფიცირებული ადამიანი, რომ მისი მდგომარეობა მძიმდება.

როგორც ბუწაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბრისას ამბობს, არსებობს რამდენიმე ნიშანი, როდესაც ამისი დადგენა შესაძლებელია.

„იმის გასაგებად, მძიმდება თუ არა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე საგანგაშო ნიშანია. ეს, პირველ რიგში, არის: 

სუნთქვის გართულება. განსაკუთრებით, თუ წუთში 30-ზე მეტი იქნება სუნთქვის სიხშირე. ოღონდ, ადამიანმა ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიმშვიდოს თავი და ეცადოს რეალისტურად გაზომოს სუნთქვის სიხშირე და არ უნდა იყოს ემოციური, რადგანაც ამ დროს, შესაძლოა, მოეჩვენოს კიდეც.

ასევე, ამ დროს იგრძნობა ტუჩების გალურჯება, 

ძლიერი ტკივილი გულ-მკრედის არეში, 

მივარდნილობა და გამოფხიზლების შეუძლებლობა. 

ასევე, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება. 

ისე, ჩვეულებრივად, ამ დაავადებას ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებს, თუმცა ადამიანები ამაზე ძალიან ნერვიულობენ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს ამ დროს ნორმალურია”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები