1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ მიიღებს პირველი ვაქცინას - ჯანმოს წამომადგენელი ნინო ბერძული განაწილების სქემას აანონსებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის პროგრამების ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბერძული იმედის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ 150-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინაა. მათგან კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზე მყოფი 5 ან 6 ექსპერიმენტული ვაქცინის უსაფრთხოების პარამეტრებზე ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს ელოდებიან.

„სავარაუდოდ, შემდეგი წლის დასაწყისში გვექნება მონახაზი რომელმა ვაქცინამ გაიარა პრეკვალიფიკაცია და რომელი ვაქცინის ავტორიზაცია ხდება გადაუდებელი მოხმარებისთვის. თუ ერთ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვებენელი იქნება 80 პროცენტი და სხვაგან არ იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი ან იქნება ძალიან დაბალი 5-10 % მოცვა იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ შევძლებთ თავისუფლად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეკომონიკის გახსნას და ა.შ.“, - აცხადებს ბერძული.

ვაქცინის გადანაწილებისას თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი კოვიდპამდემიისას გადამწყვეტია. რისკის ქვეშ კომპანიებს დაწინაურებული ვაქცინების წარმოება უკვე დაწყებული აქვთ, მაგრამ პირველ ეტაპზე მისი მოცულობა ლიმიტირებული იქნება და ამიტომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, თუ ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა.

„ჯანმოს ევროპის ოფისში ვმუშაობთ დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახავს სწორედ ევროპის რეგიონის სპეციფიკავს და ვაქცინაციას ფაზებად დაყოფს. რა რაოდენობის ადამინების აცრა უნდა მოხდეს, რა ასაკობრივ ჯგუფებში, გათვალისწინებული იქნება დემოგრაფიული მაჩვენებლები შეიძლება 60+, 65+, 70 +. პირველ ეტაპზე სამედიცონო პერსონალს შორის პრიორიტიზაცია მიენიჭებათ კრიტიკული განყოფილებების სამედიცინო პერსონალის და მათ ვინც მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობს. მაგალითად, ონკოლოგიურ პაციენტებთან, მოხუცებულებთან“, - განმარტავს ბერძული.

ის ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფოების მზაობას ჯანმო ახალი ონლაინ ინსტრუმენტით გააკონტროლებს. და კითხვა რომელზეც პასუხი უკლებლივ ყველას გვაინტერესებს, როდის მოვა ვაქცინა ჩვენამდე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები