1 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ფილმი არის ქართველ ემიგრანტ გეი არტისტზე” – ქართველის მონაწილეობით კიდევ ერთ გეი ფილმს იღებენ

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

სასწრაფოდ: !!!
ამერიკულ-ქართულ მხატვრულ ფილმში გადასაღებად ვეძებთ 25-35 წლის ახალგაზრდა ქართველ კაცს მთავარი როლის შესასრულებლად.
ფილმი არის ქართველ ემიგრანტ გეი არტისტზე, რომელიც ემზადება თავისი პირველი მასტერფისის პრემიერისთვის ნიუ იორკში.
სამსახიობო გამოცდილება არის აბსოლუტურად უმნიშვნელო! ყურადღება ექცევა ადამიანის პერსონალურ ნიშან-თვისებებს და იმას, თუ რამდენად მაგარი არტისტია რეალურ ცხოვრებაში (მხატვარი, ფეშენ დიზაინერი, ა.შ. ა.შ)
ვეძებთ ბიჭს/ახალგაზრდა კაცს, რომელიც არის სრულიად უნიკალური და არ ჰგავს არავის სხვას;
როლზე გამოხმაურება შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს ნიუ იორკში ან საქართველოში და აქვს ამერიკის მოქმედი ვიზა.
საქართველოდან თუ შევარჩევთ არტისტს, დავუფინანსებთ მგზავრობის და ცხოვრების ყველა ხარჯს.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მომწეროთ პირდაპირ ინბოქსში.

გთხოვთ, გაავრცელოთ მაქსიმალურად.
დიდი მადლობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები