0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

“დიახ ეს კაცი მე ვარ,ზაზა სარალიძე, სადისტურად მოკლული დავით სარალიძის მამა… მოგმართავთ თხოვნით საქართველოს მოსახლეობას“

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

დიახ ეს კაცი მე ვარ,ზაზა სარალიძე, სადისტურად მოკლული დავით სარალიძის მამა.

ყველა პოლიტიკურ პარტიას შევხვდები,ყველა ადამიანს შევხვდები და ყველას მივმართავ თხოვნით,არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პოზიცია და ოპოზიცია,უმრავლესობა და უმცირესობა,ჩემი თხოვნა სრულიად საქართველოს მოსახლეობისკენაა მიმართული და არა კონკრეტულ პირებისკენ და პარტიებისკენ.

მივმართავ თხოვნით საქართველოს მოსახლეობას და ყველა პარტიას მათ შორის მმართველ გუნდს,რომ დამიდგეთ გვერდით და ამ უსამართლო ქვეყანაში მაპოვნინოთ სიმართლე.

მივმართავ ხორავას ტრაგედიის მონაწილე მოზარდების მშობლებს,რომ ნებისმიერი იქ მყოფი შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო და დათოს ბედი გაეზიარებინათ.

მივმართავ იმ პირებს ვინც ნებსით თუ უნებლიეთ გახდნენ მოწმენი ამ უბედურების.

გთხოვთ დამიდგეთ გვერდით და ჭეშმარიტებას ავხადოთ ფარდა.

დათოს უკან ბევრი მოზარდი დგას,რომლებიც შურისძიებით არიან შეპყრობილები არა მარტო მკვლელების მიმართ არამედ იქ მომაწილე ყველა პირის მიმართ.

გთხოვთ დამიდგეთ გვერდით და აღმოვფხვრათ ერთობლივად ეს მარაზმი რათა არ მოყვეს გაგრძელება და კიდევ სხვა მშობელმაც არ გაიზიაროს ჩემი ოჯახის ტკივილი.

პროკურატურას აწყობს მოზარდების ომის დაწყება.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები