0 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- ჩაბუქის პირველი კომენტარი

   სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა.

  სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა  ჩაბუქმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ლეგალურად თუ არალეგალურად ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები ვერცერთი ტერორისტული ორგანიზაციის მომხრე.“-განაცხადა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ჩაბუქმა.

მისი თქმით, ის დეტალურად სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელსაც უახლოეს მომავალში გამართავს.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში, ჩაბუქი აცხადებს, რომ ის ნამდვილად იყო პოლიტიკური პატიმარი.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- განაცხადა ჩაბუქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები