0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

დღეს საქართველოს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისს საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერმინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

1-ელ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერმინისტრისა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

მაიკ პენსი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები