1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის აბსურდულ ჩანაწერებს ვერანაირი ფასი ვერ ექნება

„ევროპარლამენტის აბსურდულ ჩანაწერებს ვერანაირი ფასი ვერ ექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აბსურდულობის მსგავსი ხარისხის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი შეშურდებოდა. უკვე მესამე შემთხვევაა, ევროპარლამენტი წარმოუდგენლად აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებს. არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია ევროპულ კომისიასა და ევროსაბჭოს არ გაუზიარებიათ.

როდესაც ევროპარლამენტარები ქართულ სახელმწიფოს ესხმიან თავს, ჩვენ მისი დაცვა გვჭირდება. როდესაც ევროპარლამენტის ჩანაწერები სიცრუეზეა აგებული, ეს მათი მხრიდან ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ცალსახა თავდასხმაა.

უნგრეთს ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, არ ექვემდებარებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები