1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რას გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედება? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმა განმარტა, თუ რას გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით( DRG) დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული იქნება ტარიფი და ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.

„მნიშვნელოვანი ცვლილება გაქვს საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მიმართულებით. დღემდე საყოველთაო დაფინანსებით კონკრეტულ ჩარევასთან დაკავშირებით განსაზღვრული იყო ტარიფი, კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა თანხა, თუ რა ჩარევა დასჭირდებოდა. DRG-ის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პაციენტს დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით უნაზღაურდება. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული არის კონკრეტული ტარიფი, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ ა.შ. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო დიაგნოზის მიხედვით უხდის. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი. გადახდის პრინციპი არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის, პაციენტისთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაშის პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, რომ მოეთხოვა პაციენტისთვის თანაგადახდის გარდა დამატებითი დაფინანსება, მას შემდეგ, რაც ახალი მოდელი გაეშვება, ამის უფლება კლინიკას აღარ ექნება",-განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერ დიაგნოზზე განსაზღვრულია ტარიფი და დადგენილებაში არის განსაზღვრული ამ ტარიფის თანაგადახდის მოცულობა.

„პაციენტს ეცოდინება ფასი და გარკვეული თანხის ზევით გადახდის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება",-განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, 1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები