1 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნათია ფანჯიკიძე: „სინამდვილეში, სასაცილო არაფერი ყოფილა.. იმედია, გაცინების შესაძლებლობა არ ჩამოაყალიბებს არავითარ სიმპათიას ძალადობის, ძარცვის და ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიმართ“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტსა და ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება სოციალურ ქსელში.

„სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა.

 

მართალია, მძევლების ნაწილმა იუმორით შეძლო ჩვენთვის სტრესის შემსუბუქება და რადგან ყველა ადამიანი უვნებლად გადარჩა, საბოლოოდ სიცილის უფლებაც მოგვეცა, მაგრამ იმედია, გაცინების შესაძლებლობა, რომელიც ქუთაისელებმა თავიანთი განსაკუთრებული იუმორით შეძლეს, არ ჩამოაყალიბებს არავისში არავითარ სიმპათიას ძალადობის, ძარცვის და ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიმართ“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები