1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან თიბისის მომხმარებლები Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობში Google Pay-ს გამოყენებას შეძლებენ

დღეიდან თიბისი Google-ის გადახდების სისტემის გამოყენებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ Google-ის მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით Android-ისა და WearOS- ის მოწყობილობებზე.

მომხმარებლებს თიბისის ბარათების  შენახვა Google Wallet-ში შეეძლებათ. Google Wallet ციფრული საფულეა, რომელზეც წვდომა საქართველოში დღეიდან შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ბანკის ბარათების გარდა, Google Wallet-ში სამგზავრო და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შენახვაც შესაძლებელია.  

ბარათის დაცვის თიბისის მიერ უზრუნველყოფილ მექანიზმებზე დამატებით,  Google Pay უსაფრთხოების დამატებით შრეებს გვთავაზობს, რაც ამ სისტემით გადარიცხვას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით ხორციელდება.  თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების დინამიურ კოდთან, რომელიც ყველა შემდგომი ტრანზაქციისაც იცვლება და ამით გადახდის პროცესის მეტი დაცულობა უზრუნველყოფილია. ასევე, ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, “Find my device” ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია  მოწყობილების დაბლოკვა, პირადი ინფორმაციის დისტანციურად წაშლა, ან ახალი პაროლის დაყენება.

 

 

„Google Pay 45-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს  Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამატონ ბარათები Google Wallet- ში და მშვიდად იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხოა ნებისმიერი ტრანზაქციისას“ - ამბობს ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.

„თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე,  თიბისი ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას. ჩვენ ვაგრძელებთ  მომხარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან - ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება ერთი ნაბიჯით უფრო გამარტივდება, რადგან ისინი Google Pay-ს გამოყენებით შეძლებენ საბანკო ტრანზაქციების უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებას“ – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისის ბარათის Google Pay-ში გამოსაყენებლად, ჩამოტვირთეთ Google Wallet, რომლის ნახვაც თქვენს ტელეფონებსა და მოწყობილობებში Google Play Store-შია შესაძლებელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები