თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომად...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
|
ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება. საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტები, ექსპერტები, აქტივისტები, როგორც მთელი ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხადასხვა წერტილიდან. სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ZEG-ის პანელებსა და დისკუსიებში.
„ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ZEG-ის ფესტივალის ფარგლებში ევროპის პრესის დაჯილდოების ცერემონია მშვენიერ თბილისში ჩავატაროთ. საქართველო არის ევროპული კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინზე და ხშირად სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გამორჩეული ჟურნალისტიკა, როგორც ეს წლების განმავლობაში პრესის პრემიაზეც გამოჩნდა, ხშირად სწორედ ასეთი ზეწოლის ქვეშ და ამის გამო იქმნება, ამიტომ თბილისი არის ადგილი, სადაც უნდა და გვინდა, რომ ვიყოთ!” - განაცხადა European Press Prize-ის დირექტორმა თომას ვან ნეერბოსმა.
15 ოქტომბერს, თბილისში ამბრის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ZEG Tbilisi Storytelling Festival, Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსში უკრაინის ომი და მისი გავლენა იყო მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავდა უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას. ფესტივალმა უმასპინძლა 20-ზე მეტ მომხსენებელს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. სტუმრებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა „კოლონიალიზმის გადაფასება“, „რა ხდება დასავლური საინფორმაციო სივრცის მიღმა“, „ვის მხარეს არის ტექნოლოგიები ომში?“, „დავიწყებული ომები და ღია ჭრილობები“ და ა.შ.
ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, მათ შორის MOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე საად მოჰსენი, Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორი მართა ლიტლი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი ბობორიკინი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და WSJ კორესპოდენტი იაროსლავ ტროფიმოვი, უკრაინელი ფილოსოფოსი და UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, Center for Civil Liberties-ის დირექტორი ოლექსანდრა მატვიჩუკი, რომლის დამსახურებითაც, მივისე ორგანიზაციამ, ახლახან ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა, ასევე, The New Yorker-ის, Financial Times-ის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:
· Webpage
· Youtube
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლება, თიბისი, აჭარა ჯგუფი, D Block, ჟუჟუნა ღვინო, Windfor’s.
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
კომენტარები