0 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა

ქართული ბრენდი- SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე SOLO-ს მხარდაჭერით წარსდგა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული ფორმატით გაიმართა.

„კოლექციაზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ  ხელახლა გამოგვეყენებინა ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ SITUATIONIST -ის ყველაზე პოპულარული სილუეტები და თავი მოვუყარეთ ჟურნალში. ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ. ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ SITUATIONIST -ის საფირმო ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს SITUATIONIST -ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე.

SITUATIONIST-ი, პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ახალ  სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოიყენება შეძლო, მათ შორის, თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც SITUATIONIST-ის ყველა კოლექციაში, აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც მათ ხელწერას წარმოადგენს.

ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

კოლექციის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3Eqrv0G

ინფორმაციისთვის, SITUATIONIST-ი მოდის სამყაროში ერთერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე  პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა.

SITUATIONIST-ის  დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ ბრენდი 2015 წელს შექმნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები