2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიტერატურული პრემია „საბა“ 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 20 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.

გამარჯვებულები გუშინ, ფუნიკულიორზე გამართულ დაჯილდოების საიუბილეო ცერემონიაზე გამოავლინეს.

2022 წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა. წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი. გამარჯვებულები კი შემდეგი ავტორები და მთარგმნელები გახდნენ:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო პიესა

მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)

წლის საუკეთესო ესესიტიკა და დოკუმენტური პროზა

ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

 

ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)

 

წლის საუკეთესო რომანი

 

არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)

 

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

 

კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)

 

წელს, უკვე მეორედ ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“. ნომინაცია  „საბას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსთან“ თანამშრომლობით დაემატა. ამ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ:

დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი) და რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი).

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი გადაეცა  საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალს „არილი“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები