1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეგეტა და „თეგეტა ქარსი“ გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს მხარდასაჭერად

 

გრეის ჰოპერის ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. დაჯილდოება ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, თიბისის ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა. წელს პირველად „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“ ღონისძების მხარდამჭერი იყო და „ტექნოლოგიური ლიდერის“ კატეგორიაში გამარჯვებულს გადასცა ჯილდო. ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ტექნოლოგიური დაჯილდოება, ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენასა და გაძლიერებას ემსახურება.

დეა ზანგური, „თეგეტას“ ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, თეგეტასა და „თეგეტა ქარსის“ სახელით ჩავრთულიყავით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. ტექნოლოგიური სფეროს მხარდაჭერა და ქალების როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ გადავიწყვიტეთ, ჯილდო გადაგვეცა „ტექნოლოგიური ლიდერის“ კატეგორიაში გამარჯვებული ნომინანტისთვის, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის ტექნოლოგიური ინოვაციის დანერგვასა თუ განვითარებაში.“

 „ტექნოლოგიური ლიდერის“ კატეგორიის გამარჯვებული რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა, მათ შორის ის უნდა ყოფილიყო ამ ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი ქალი, რომელსაც  გამორჩეული მიღწევები აქვს და თავისი საქმიანობით საზოგადოებაში დადებითი ცვლილებები შეაქვს.

თეგეტასა და  „თეგეტა ქარსის“ მიერ მხარდაჭერილი ნომინაციის, „ტექნოლოგიური ლიდერის“ ჯილდო Exactpro-ს საქართველოს ოფისის აღმასრულებელი დირექტორს, ნათია სირბილაძეს გადაეცა. ის ასევე არის GeoSTQB-ის პრეზიდენტი და ICT-ის ასოციაციის ბორდის წევრი.

სპონსორობა ითვალისწინებს გამარჯვებულზე მორგებული სერვისის გაწევას (ტრენინგი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსი, მენტორშიფი, კომუნიკაცია და სხვა), რომლის ჯამური ღირებულება  10 000 ლარია.

ელლა კამლაძე, „თეგეტა ქარსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „თეგეტა ქარსისთვის“, როგორც ბრენდისთვის, ტექნოლოგიური სფეროს მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. გრეის ჰოპერის დაჯილდოების მიზანიც ტექნოლოგიურ სფეროში ქალების მეტად დაინტერესება, მათი როლის წინ წამოწევა და განვითარებაა. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ქალების აღიარებასა და მხარდაჭერას, რომლებიც, მრავალი დაბრკოლებისა თუ სტერეოტიპის მიუხედავად, ამ სექტორში მოღვაწეობენ და დასახული მიზნისკენ თავდაჯერებით აგრძელებენ სვლას“.

 

გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალი იყო. ის გოგოების არაერთი თაობისთვის იქცა იმის შთაგონებად, რომ ტექნოლოგიების სფეროში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიუხედავად, გადამწყვეტი ფაქტორი მკაფიოდ დასახული მიზანი და მისკენ სვლაა. გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა. ჯილდოს მიზანია როგორც ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელი ქალების აღმოჩენა, წახალისება და მოტივირება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს. უკვე მეოთხე წელია, გრეის ჰოპერის ჯილდო საზოგადოებას აცნობს შთამაგონებელ ადამიანებს, კომპანიებსა და ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში თანასწორი ჩართულობის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ.

2024 წელს გრეის ჰოპერის ჯილდომ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით გამორჩეული კომპანიები, ინიციატივები და ადამიანები 5 კატეგორიაში გამოავლინა: ტექნოლოგიური ლიდერი, აღმოჩენა ახალ თაობაში, ინოვაციური ტექპროდუქტი, ლიდერი კომპანია ქალების განვითარებისთვის და  გამორჩეული მეცნიერი.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები