1 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია

• Volvo EX30-მა ქალაქის პირობებშიგადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მოიპოვა

• Volvo EX30 მსოფლიოს სამ საუკეთესო ავტომობილს შორის მოხვდა

ნიუ-იორკის საერთაშორისო „AUTO SHOW“-ზე Volvo EX30-ს 2024 წლის ქალაქის პირობებში გადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მიანიჭეს. ამავდროულად, ყველაზე კომპაქტური SUV-ი 38 ნომინანტიდან მსოფლიოს სამ საუკეთესო ავტომობილს შორის დაასახელეს. 

 

Volvo EX30 World Car Awards-ის ჯილდოზე პირველად გასულ ზაფხულს წარადგინეს. ავტომობილმა საყოველთაო აღიარება მაშინვე მოიპოვა. EX30 უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა წლის საუკეთესო ავტომანქანის წოდება„The Sun Car“-ის ვერსიით, წლის საუკეთესო კომპაქტური უგზოობის ავტომანქანა/ქროსოვერი  „Sunday Times“-ის ვერსიით და წლის საუკეთესო ეკომეომარი ჟურნალ „Top Gear“-ის ვერსიით.

   

ჯიმ როუანი, Volvo-ს აღმასრულებელი დირექტორი:„EX30-ის მიერ მორიგი ჯილდოს მოპოვება  სასიხარულო ფაქტი და ჩვენი ამბიციური, ელექტრიფიკაციის სტრატეგიის გაგრძელებაა. მოდელთან დაკავშირებით მომხმარებელთა რეაქციამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. დადასტურდა, რომ ის იდეალური ავტომობილია დღევანდელი ბაზრისთვის და მომხმარებელთა მოთხოვნებს სრულად პასუხობს - ელექტრომობილზე სულ უფრო მეტი მძღოლი გადადის. დარწმუნებული ვარ,რომ EX30 მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს განვითარებას.

 

EX30-მ გამოჩენის დღიდან მომხმარებელშისწრაფად მოიპოვა პოპულარობა - ჩვენი შეკვეთების პორტფელით თუ ვიმსჯელებთ, ველით, რომ წელს ის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდება. ეს არის ყველაზე კომპაქტური უგზოობის ავტომანქანა იმ მოდელებს შორის, რომლებიც ოდესმე შეგვიქმნია. ის აგებულია სპეციალურად შექმნილ ელექტრომობილის პლატფორმაზე. გარდა იმისა, რომ ავტომანქანას ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს, წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმონახშირბადის კვალის მინიმუმამდე შემცირებას“.

 

Volvo EX30-ის დამუხტვა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა გარე და აკუმულატორის მიმდინარე ტემპერატურა, დამტენისმოწყობილობა და აკუმულატორისა და თავად ავტომობილის მდგომარეობა.

 

EX30 კარგი შენაძენია Volvo-ს სამოდელო ხაზისთვის, რომელიც სხვადასხვა სეგმენტში რამდენიმემიმზიდველ Plug-in ჰიბრიდულ და ზომიერ ჰიბრიდულ მოდელს მოიცავს. აღნიშნული ავტომანქანების წარმოება მნიშვნელოვანი ეტაპია Volvo Cars-ის ამბიციური მიზნისკენ მიმავალ გზაზე - გაყიდოს მხოლოდ ელექტრომობილები 2030 წლისთვის.

 

-------------------------------

 

Volvo Cars 2023 წელს

მთლიანად 2023 წლის განმავლობაში, Volvo Car Group-ის ძირითადმა საოპერაციო მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 25,6 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია. კომპანიის შემოსავალი 2023 წელს რეკორდული იყო - 399,3 მილიარდი შვედური კრონა, ხოლო გლობალური გაყიდვების რიცხვმა ასევე რეკორდულ 708,716 ავტომანქანას მიაღწია.

 

Volvo Car Group-ის შესახებ

კომპანია Volvo Cars  1927 წელს დაარსდა. დღეს ისმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ბრენდია, რომლის მიერ წარმოებული ავტომანქანები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. Volvo Cars-ის აქციები Nasdaq Stockholm-ის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, სადაც ისინი "VOLCAR B"-ს სიმბოლოთი ივაჭრება.

 

„აუცილებელია ცხოვრებისთვის. მიანიჭეთ ადამიანებს თავისუფლება, გადაადგილდნენ დამოუკიდებლად, სტაბილურად და უსაფრთხოდ“ - ამ მიზანს ეფუძნება Volvo Cars-ის სტრატეგია, გახდეს სრულად ელექტრული ავტომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის და მისი ვალდებულებაა, მუდმივად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი და უკვე 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.

 

2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, Volvo Cars-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული იყო დაახლოებით 43,400 თანამშრომელი. Volvo Cars-ის სათავო ოფისი, პროდუქციის შემუშავების, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტები ძირითადად განლაგებულია შვედეთში, ქალაქ გეტებორგში. Volvo Cars-ის საწარმოო ობიექტები კი - გეტებორგში, გენტში (ბელგია), სამხრეთ კაროლინაში (აშშ), ჩენგდუში, დაქინგსა და ტაიჩჟოუში (ჩინეთი). კომპანიას ასევე აქვს კვლევისა და განვითარების, საპროექტო ცენტრები გეტებორგსა და შანხაიში (ჩინეთი).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები