0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია“, – პრეზიდენტის ღონისძიებაზე მიმავალი ანსამბლი ,,ფესვები” უკან გააბრუნეს

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ვერ მიიღო ანსამბლმა "ფესვები”, რადგან, როგორც პრეზიდენტი განმარტავს ისინი გზიდან მიაბრუნეს და ღონისძიებაში მონაწილეობა აუკრძალეს.

ძალიან სამწუხარო არის, რომ ის ანსამბლი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან "ფესვები" და რომელიც დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის აქ მოღვაწეობა. თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. სამწუხარო არის და მე მინდა მათ ჩემი სახელით, ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს, ამ ფორმით და მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, დღეს, ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი - "მარგალიტი" და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები