0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

13 წლის გოგო სამი თვის ორსულია - ზუგდიდში სექსუალური დანაშაულისთვის კაცი დააკავეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

როგორც ცნობილია, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა. სამართალდამცავები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს. 

ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა დაკავებულსაც. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაცმა გაიგო, რომ მომხდარს შსს იძიებდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც დააკავეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები