0 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინამ ევროკავშირის 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი, 3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

„მადლობელი ვარ ევროკავშირის და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე გამარჯვებისთვის“, - წერს ზელენსკი.

ინფორმაციას უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გადაცემასთან დაკავშირებით ევროკომისიაც ავრცელებს.

„კომისიამ დღეს გადაიხადა პირველი 3 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში უკრაინისთვის 18-მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტიდან “, - აღნიშნულია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები