1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალია მარიუპოლის დანგრეული თეატრის აღდგენას საკუთარ თავზე იღებს

იტალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას მარიუპოლის თეატრის აღდგენაში დაეხმაროს, რომელიც წუხელ, რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაინგრა.

“მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა ჩემი წინადადება გამოვყოთ უკრაინისთვის რესურსები და სახსრები ახლო მომავალში თეატრის აღსადგენად“– დაწერა ტვიტერზე იტალიის კულტურის მინისტრმა, დარიო ფრანჩესკინიმ, რომლის თქმით, ყველა ქვეყნის თეატრები მთელ კაცობრიობას ეკუთვნის.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ჰაერიდან დარტყმა მიიტანეს თეატრზე, რომლის სარდაფში მარიუპოლის ბევრი მაცხოვრებელი აფარებდა თავს. თავიდან არსებობდა შიში, რომ ბევრი იქ მყოფი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბევრმა ადამიანმა სარდაფებიდან გამოსვლა შეძლო. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე არ სახელდება.

რუსეთი ამტკიცებს, რომ თეატრზე შეტევა მას არ მიუტანია და ვარაუდიც კი გამოთქვა, რომ ის თავად უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლებმა ააფეთქეს. ამ დროისთვის დოკუმენტურად დადასტურებულია რუსების მიერ მრავალი უკრაინული სამოქალაქო ობიექტის დაბომბვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები