1 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისში ლესბოსელ წყვილზე თავდასხმისთვის ერთ პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატრებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ო.ი. მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, ო.ი. 1984 წელს
დაბადებულ ქ.ე.-ს და 1989 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. ასევე, დაკავებულმა იძულებით გამოართვა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი კუთვნილი ტელეფონი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 150-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, იძულებას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულიხსმობს. 

მომხდართან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა Tbilisi Pride-მა, ინფორმაციით, თბილისში ლესბოსელ წყვილს ჰომოფობურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ. ორგანიზაციის განცხადებაში აღწერილიადანაშაულის დეტალები. Tbilisi Pride მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, – გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები; საქმის გამოძიება წარმართონ შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანის მეორადი ვიქტიმიზაცია; უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება. განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები