0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ გურული: „ვიღაც ბებერი უცხოტომელი ხვადაგის ჩაშლილ დაბადების დღეზე დარდობდნენ იმ ქვეყნის შვილები, რომელთა უპატრონოდ მიგდებული სხვა შვილები ადიდებულ მდინარეში გადაყარეს და ჩაახრჩვეს იმ უცხოტომელებმა...“

აშშ-ში მოღვაწე ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში ეხმიანება გუშინ მომხდარ ტრაგედიას, როდესაც მდინარე ენგურზე აფხაზეთიდან მომავალი ადამიანები დაიხრჩვნენ.

„ შიშისაგან გონებადაკარგული, ადიდებულ მდინარეში დაუფიქრებლად გადამხტარი უმწეო ადამიანები ... მათ უკან ავტომატიანი ხვადაგები და გაავებული ძაღლები ...

ფილმში რომ გვენახა რომელიმე ჩვენთაგანს ეს სცენა, ალბათ ღამე არ დაგვეძინებოდა. საქართველო კი მიეჩვია.

-აბა ვიომოთ?- 

ჰო. უნდა ვიომოთ. ომი რა არის იცით? ომი საკუთარი მოვალეობის შესრულებაა პატიოსნად. ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მოვალეობა ვინმემ იცის, რა არის?

მოქალაქეების?

რამდენიმე დღის წინ ვიღაც ბებერი უცხოტომელი ხვადაგის ჩაშლილ დაბადების დღეზე დარდობდა საქართველოს ნახევარი, იმ ხვადაგის, რომელმაც საკუთარი მიწიდან გამოყრილი ადამიანები შეურაცხყო. მის შელახულ თავმოყვარეობაზე დარდობდნენ იმ ქვეყნის შვილები, რომლის უპატრონოდ მიგდებული სხვა შვილები ადიდებულ მდინარეში გადაყარეს ამ დილით და ჩაახრჩვეს იმ უცხოტომელებმა.

ომი რა არის იცით? ომი საკუთარი მოვალეობის არდავიწყებაა. ომში შეიძლება ისე წახვიდე, იარაღი სულ არ აიღო ხელში. 

საქართველომ მიატოვა საბნის გარეთ დარჩენილი შვილები. დანარჩენებმა მჭიდროდ შემოვიკეცეთ საბნის კიდეები და მთელი ძალით თვალებდახუჭულნი და ყურებში თითებგარჭობილნი ვცდილობთ ძილის გაგრძელებას. არ გვინდა გავიგონოთ გარეთ დარჩენილთა ქვითინი. 

-სხვისი აშენებული ქვეყანაო- ... აშენებული? ... ამაზე დიდი ცინიზმი?

ვინმე ჭკუათმყოფელი შეიძლება კმაყოფილი იყოს საქართველოს დღევანდელი ყოფით? წამით მაინც მოდუნდეს? 

განა არ შეგვიძლია. შეგვიძლია. არის რესურსი. მაგრამ ... ვერაფერი მოვუხერხეთ საკუთარ დამპალ ჰედონიზმს. არადა, ჰედონიზმსაც ვერ უწოდებ სხვათა ტანჯვის ხარჯზე ტკბობას. სადიზმი უფროა. 

საქართველო მიეჩვია ...

სიმბოლურიც იყო ხარება დღეს რომ მოხდა, რაც მოხდა.

-ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა, ვინც დარჩა, გაიხარებსა...- 

ჰოდა, გაიხარეთ, ვისაც შეგიძლიათ.

მე ვერ მიხარია.

ხარებას გილოცავ საქართველოვ!"

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები