0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა მელია - ვიდრე ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, უნდა გავიგო, რომ რურუა სახლშია

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი  განცხადებით, ვიდრე მის გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, რუსთავის N12 ციხიდან უნდა გაიგოს, რომ გიორგი რურუა სახლშია.

„ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი - უფრო ვრცლად.

1.გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.

2.სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.

და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!

ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ“, - წერს მელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები