1 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნას ვგეგმავთ, ტრანსპორტის აღდგენაზე ვმსჯელობთ - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1 თებერვლიდან ბაზრობების და მოლების გახსნა იგეგმება, მაგრამ ტრანსპორტის აღდგენაზე და სხვა ბიზნესების ამუშავებაზე მსჯელობა გაიმართება.

როგორც ტიკარაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, იანვრის ბოლოს გაიმართება მსჯელობა, თუ რა შეზღუდვები დაუწესდება დამატებით ბიზნესს და გაიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

„ამჟამად ვმუშაობთ ბიზნესთან, რადგან ეკონომიკის საახალწლო გახსნა ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო. იმ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით, რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არგავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ამასთან, 1 თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ეს შეეხება ბაზრობებსაც. ამის შემდეგ საუბარი გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი იქნება შემდგომი სფერო. მსჯელობა გაიმართება იანვრის ბოლოს თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ თითოეულ ბიზნესში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები