1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიღნაღში 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 42 წლის მეზობელი მამაკაცი დააკავეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 42 წლის მამაკაცი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები