0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო მიმოწერა - "ორშაბათს უნდა მოეტანა განცხადება და პირადი ნივთები წაეღო. სულ გაღიმებული და კარ ხასიათზე იყო"

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგში" მუშაობდა. ის პროგრამისტი იყო. მისი კოლეგები ამბობენ, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მუშაობდნენ. ასრულებდნენ დაკვეთებს და აწვდიდნენ. 

პროგრამირების მენეჯერი ნიკოლოზ გეჯაძე ყვება, რომ თამარს სამსახურიდან წასვლა სურდა, ამის შესახებ მას მისწერა. უთხრა, რომ სწავლას და ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობას ვერ ახერხებდა. გეჯაძე ამბობს, რომ მეორე სამსახურის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს და არ იცის სად იყო დასაქმებული.

კოლეგა ყვება, რომ თამარს სამსახურში პრობლემები ან კონფლიქტი არ ჰქონდა. 

​​"პროგრამისტები ვართ. შეკვეთებს ვიღებთ ამერიკიდან, შევასრულებთ და გავგზავნით. ამერიკას აწყობს იმიტომ, რომ საქართველოში ხელფასები შედარებით დაბალია. ​თამუნას ვიცნობდი რა თქმა უნდა, ერთად ვმუშაობდით. ჩვენ ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ყველაფერს ვაწვდით. კითხვები დაგვისვეს და ვუპასუხეთ. ავუხსენით რას ვსაქმიანობთ. რამდენიმე დღის წინ მომწერა, ბოლოს მიმოწერა პარასკევს გვქონდა. მეუბნებოდა, რომ სწავლას და მუშაობას ვერ ახერხებდა. კიდევ სადღაც მუშაობდა, ოღონდ სად არ ვიცით. ეს მისი პირადი საქმე იყო.  ორშაბათს უნდა მოეტანა განცხადება და პირადი ნივთები წაეღო. სულ გაღიმებული და კარ ხასიათზე იყო. კონფლიქტი არ შეგვიმჩნევია. უცნაურად არ იქცეოდა" - განაცხადა გეჯაძემ. 

პროგრამისტმა აჭარის მაუწყებელს თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო მიმოწერის ფოტო მიაწოდა.

 

"აჭარის ტელევიზია"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები