1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“ჩემი ქმრის სიყვარულში გამომიტყდა, მე დანა მოვუქნიე..”- რა თქვა 45 წლის ქალმა, რომელმაც ქუთაისში მეგობარი მოკლა

ცნობილი ხდება დაკავებული ქალის ჩვენება, რომელმაც ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენებას „მთავარი არხი“ აქვეყნებს.

„მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველას, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს.

მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე ბინის კარები და შევხედე, რომ კარებში იდგა ჩემი მეუღლე გაგა. იგი  მიყვიროდა რა ხდება, რატომ ხარ სისხლიანი, რა მოხდაო, გაგას უკან "პადიეზდში" კიდევ იდგნენ სხვა პირები, მაგრამ მე ვერ გავარჩიე ვინ იდგნენ, რადგან არ იყო შუქი. ამის შემდეგ დანა შევახვიე ჩემს კუთვნილ "სალფეთკის" ქაღალდში და ჩავიდე ჩემი ტანსაცმელიშავი ფერის შორტის სათავეში, რის შემდეგაც გამოვიხურე ბინის კარი და გამოვედი ბინიდან.

მე და გაგა გამოვედით ბინიდან და შევედით ჩვენს საცხოვრებელ ფარდულში, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი.

​გაგას ვუთხარი, რომ უნდა გადამეყარა ტანსაცმელი, რომელიც სისხლიანი იყო. მე და გაგა ერთად გამოვედით სახლიდან, ჩემი ტანსაცმელი, რომელიც ელისოს დაჭრისას მოთავსებული მქონდა შავი ფერის პარკში და ეს ტანსაცმელი თავის პარკიანად ჩავაგდე იქვე მახლობლად, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაგნიტის მაღაზიის ნაგვის ურნაში.

ამავდროულად გაგამ წამიყვანა, როგორც ჩანს მას ტაქსი ჰყავდა გამოძახებული და ჩვენ ორივე ჩავსხედით შავი ფერის მსუბუქ ავტომობილში“, – წერს დაკავებული ჩვენებაში.

45 წლის ბრალდებული დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. მისი თქმით, ელისო ჩეჩელაშვილი მას მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა, რის გამოც ბრალდებული წყობიდან გამოვიდა და დანაშაული ჩაიდინა.

ელისო ჩეჩელაშვილის მეგობრები ბრალდებულის ჩვენებას არ ენდობიან და ამბობენ, რომ დაღუპულს ჰყავდა შეყვარებული, ვისთანაც ოჯახის შექმნას აპირებდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები