0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს

ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენა გადავადდა. მთავრობამ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ისრაელში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, 1 ივლისიდან ტურისტული მიმოსვლა აღარ აღდგება.

ისრაელში მკაცრდება რეგულაციები ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ხომ არ გადაიხედება გეგმები ამ თვალსაზრისით ორმხრივად, - ამბობს თურნავა.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ  რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს.

პრემიერ-მინისტრმა  შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები