1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მღვდელმა მრევლის ნაკურთხი წყლით დასალოცად სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა

აშშ-ში, ქალაქ დეტროიტში აღდგომაზე მღვდელმა ტიმ პელკმა მრევლი საწუწაპისტოლეტში მოთავსებული ნაკურთხი წყლით დალოცა. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ასე პელკსტრადიციებს და კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვებს შორის ბალანსის დაცვა უნდოდა. თავად მღვდელს პირბადე და ფარი ეკეთა, მორწმუნეები კი მასთან ავტომობილებით მიდიოდნენ, ფანჯრებს წევდნენ და კურთხევას ასე იღებდნენ. 

ასეთი მეთოდით მსახურება აპრილში ჩატარდა, თუმცა მასზე საუბარი მხოლოდ ახლა დაიწყეს, როცა მღვდლის ფოტოები სოციალურ ქსელებში მოხვდა. ის არაერთი მიმის გმირიც გახდა, თუმცა თავად პელკი ამას იუმორით უდგება და იმასაც ამბობს, რომ მისი მთავარი მიმი ის არის, რომელზეც ის საწუწაო პისტოლეტით შეიარაღებული ჯოჯოხეთში დემონებს ებრძვის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები