1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 369 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 684 შეადგინა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 444 ადამიანი დაავადდა. იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 214 457 აღწევს. აქედან 94 000-მდე პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 91 000-ზე მეტი პირი. მათგან 1 300 პაციენტის, ანუ 1%-ის მდგომარეობა მძიმეა.

იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. იტალია კორონავირუსის ეპიდემიით ევროპაში ერთ-ერთი პირველი დაზარალდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები