1 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“მეუბნებიან რომ უკვე " მთავარში" ვარ და თან საინფორმაციოს უფროსად.. ცხოვრებაში ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა და მეორეჯერ აღარ ვაპირებ”

მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პასუხობს გავრცელებულ ინფოს იმაზე, თითქოს ჟურნალისტი მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად, ნოდარ მელაძის ნაცვლად ინიშნება 

"არც ვაპირებდი ამ თემისთვის ყურადღების მიქცევას, წინა კვირასაც  რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა. თბილისში   ჭორები  ხანდახან არსაიდან ჩნდება. მაგრამ დღეს   ტვ-ში მისულს მოწვეულმა სტუმარმაც რომ მითხრა მივხვდი  საიდანაც მოდის და მინდა ეს ეჭვები თუ  რაც ქვია  " ღამის  სიაჩუმესავით გავფანტო".  

მეკითხებიან და  მეუბნებიან რომ უკვე " მთავარში" ვარ და თან საინფორმაციოს უფროსად))))))  დავიწყოთ იქიდან რომ ასეთი რამ არ ყოფილა,  მსგავსი შემოთავაზება არ მქონია. თან ძაან გამეცინა,ცხოვრებაში ერთხელ უკვე დავუშვი  შეცდომა და მეორეჯერ აღარ ვაპირებ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო საინფირმაციოს უფროსობა და მგონი ერთადერთი ვარ ვინც თავისი ნებით წავიდა,  მაგხელა დისკომფორტი   ცხოვრებაში არ მქონია.

  ჩემმა ახლობლემა კი იციან  საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემებისადმი ჩემი დამოკიდებულება- დავამთავრე ეგ ამბავი,  გამოვედი "ჯოჯოხეთური" საქმინდან, ძალიან დიდი დოზით იყო პოლიტიკა ჩემს ცხოვრებაში და დავამთავრე.  ამის გამო უარი თავის დროზე    ყველა შემოთავაზებაზე ვთქვი.

თუ ოდესმე გადაცემას გავაკეთებ და ზუსტად ვიცი რომ გავაკეთებ  ეს არ იქნება  პოლიტიკასთნ კავშირში.მეორე არგუმენტი და ეს ჩემი არგუმენტია : მე ვერასდროს ვერ ვიქნები  ობიექტური, მეგობრობის და ურთიერთობების გამო. ამიტომაც    და კიდევ სხვა მიზეზების გამო,   ვინც ანერვიულდით და ეს ჭორი გაავრცელეთ   მშვიდად იძინეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ რასაც დღეს ვაკეთებ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები