1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“აჟიტირებულად რატომ გინდათ ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე წირვის გარეშე დარჩეს... ღმერთმა არ ქნას ასე მოხდეს. მაშინ ნახეთ განსაცდელი...“

მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსელში წერს:

"საოცარია... ხმა გავრცელდა,  სასულიერო პირი დაინფიცირდაო. ძალიან სამწუხარო ფაქტია ნებისმიერი ადამიანის დაავადება, მით უფრო სასულიერო პირის, ვისაც უამრავ მორწმუნესთან აქვს შეხება, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ამ ინფორმაციას უმეტესობა არა გულისტკივილით, არამედ ნიშნისმოგებით, ცინიზმით და სარკაზმით გაჯერებული ფრაზებით იმეორებს... 

გვახსოვდეს, ჩვენ ყველა ერთ მხარეს ვდგავართ და ამ მხარეს თუ ვინმე კარგად არის, ყველა კარგად ვიქნებით, ან პირიქით!..

აჟიტირებულად  რატომ გინდათ ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე წირვის გარეშე დარჩეს... 

ღმერთმა არ ქნას ასე მოხდეს. მაშინ ნახეთ განსაცდელი...

ვისაც "ძალიან შეგტკივათ გული" სამღვდელოებაზე, ნუ ინერვიულებთ, წირვა მაინც არ ჩაიშლება, რადგან მონასტრული წესიც არსებობს... მონასტრის წევრები ილოცებენ სრულიად ერზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც უფლისმსახურება ყელში გაეჩხირა...

ჯერ იყო და გაჰკიოდნენ, ხალხი ეკლესიაში აღარ მიდის, ისეთები აკეთესო... დალოცვილო, თუ აღარავინ მოდის, მაშინ ვის მივუხუროთ ეკლესიის კარები?!

სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ზოგიერთი "ვაი ჭკუისაგან" გადამცდარი რასაც კადრულობს, მხოლოდ ისტერიკაა... ეს კი კოვიდ 19-ისგან განსხვავებით არ იკურნება!..

დილი იმედისა!.."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები