1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,26 მაისს დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის მიზნით აქციის დაშლა, სადაც პოლიციელი მოკლეს, სისხლიანი კალო იყოო, და 20 ნოემბერს ანტისაოკუპაციო მიტინგზე რეზინის ტყვიების მიჯრით სროლა და თვალების დათხრა მოგერიება! "

 კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომ თითქოს აქციის დაშლა არ იგეგმებოდა, არც მომხდარა და ეს იყო მოგერიება გია ჭანტურია ეხმაურება.

"ნოემბერში, შსს მინისტრის დაძინება, ჯარის გადმობირება, შეიარაღებული ფორმირების შექმნა და პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობის არ იყო თურმე კონსტიტუციური წყობის დანგრევა, ხოლო დეპუტატის მოწოდება რომ პარლამენტის ეზოში მშვიდობიამად გადაინაცვლოს პროტესტმაო ქვეყნის დამხობის უტყუარი მტკიცებულებააო:) 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის მიზნით აქციის დაშლა სადაც პოლიციელი მოკლეს, სისხლიანი კალო იყოო, და 20 ნოემბერს ანტისაოკუპაციო მიტინგზე რეზინის ტყვიების მიჯრით სროლა და თვალების დათხრა მოგერიება! ესაა ქოცური სამართალი! ხო და ვარდების რევოლუცია, სადაც მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ არჩევნები გაყალბდა 91 წლის პუტჩი ყოფილა კიდე!" - წერს ჭანტურია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები