1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ინგლისის ბანკი" ნიკოლას მადუროს 1,2 მილიარდი დოლარის ოქროს ზოდებს არ უბრუნებს

Bloomberg-ის ცნობით,  ვენესეულეას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თხოვნა, დაუბრუნდეს ქვეყანას მათი კუთვნილი ოქროს ზოდები, „ინგლისის ბანკმა“  არ დააკმაყოფილა. საუბარია ოქროს ზოდებზე, რომელთა ჯამური ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია.

ინგლისის ბანკის მიერ მადუროს ჩინოვნიკების მოთხოვნის დაკმაყოფილების გადადების შესახებ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის მიმართვამ. მათ ბრიტანულ მხარეს დახმარება თხოვეს „ვენესუელას რეჟიმის მიერ უცხოურ აქტივებზე წვდომაში“.

ოპოზიციონერ ლიდერს ხუან გუაიდოს მხარდაჭერა ამერიკის ვიცე-პრეზიდეტნმა მაიკ პომპეომ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმაც გამოუცხადეს, მათ  ვენესუელაში არსებული სიტუაცია და იქ დემოკრატიული ხელისუფლების აღდგენის აუცილებლობის შესახებ საკითხებიც განიხილეს.

აღსანიშნავია,რომ გავლენიანი გამოცემა „თაიმი“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, რომ „ინგლისის ბანკი“ უარს აცხადებდა ვენესუელასთვის ნახევარი მილიარდის ოდენობის ოქროს ზოდების დაბრუნებაზე. მაშინ მიზეზი ფულის გათეთრებასთან ბრძოლა სახელდებოდა. იმ დროს ბრიტანულმა მხარემ მოითხოვა განმარტება, თუ როგორ უნდა დაეხარჯა და გამოეყენებინა ქვეყანას ეს ოქრო. დეკემბერში კი ვენესუელელმა ოპოზიციონერებმა ბანკს მიმართეს თხოვნით, ნიკოლას მადუროს რეჟიმისთვის არ დაებრუნებინათ აღნიშნული აქტივები, ვინაიდან იყო დიდი ალბათობა მათი არაკეთილსინდისიერად და არა კეთილი საქმეებისთვის გამოყენების. კოკა კვირკველია



კომენტარები

მსგავსი სიახლეები