2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

წაიკითხეთ ქართველი ემიგრანტის წერილი !!!

ქართველი ემიგრანტის წერილი საქართველოს:

"ღია წერილი ჩემს საქართველოს.

ესპანეთი-ბასკეთი  27 ნოემბერი 2018.
ჩემო საყვარელო თბილისელებო და მონატრებულო საქართველოს ერო!

ხვალ გადაწყდება ჩვენი სამშობლოს ბედი და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ:ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ,უკლებლივ შეგვეხება ყველას მისი ბედ-იღბალი. წინსვლა თუ დანგრევა?

ამიტომ ერთი თხოვნა მაქვს. გამონახოთ ორიოდე წუთი, რათა ჩაიკითხოთ ბოლომდე ის ორი მომავალი, რომელიც დაუდგება ჩვენს სამშბლოს 2018 წელის 28 ნოემბერს. დაიმახსოვრეთ ეს თარიღი, რადგან ჩვენი ერის და ბერის სახელცვლილება უკვე დაიწყება ხვალ საღამოდან, როცა გაირკვევა ამ უკანასკნელი ორი ძალის შერკინებიდან ვის დარჩება გამარჯვება. მათი საბრძოლო იარაღი ხომ ჩვენ ვართ. "ქართული ოცნება" ვისთვის რა არის ოცნება? გინდათ გითხრათ რა არის მათი ოცნება.

ისევ დადგება 90-იანი წლები ოღონც განათებულ, წინა მთვარობისგან დატოვებულ გალამაზებულ გარემოში:ძარცვა,გლეჯვა დევიზით-"ძლიერი ერევა სუსტს" ამას მოჰყვება არეულობა და ბოლოს ისედაც დასუსტებული ხალხის მორჩილება და ძლიერთა მავანთა ტრიუმფი ყველაზე ძვირად ღირებული ხეების მისაკუთრება.თქვენ იცით რა მათხოვრულ ფასად ჰყიდულობს თქვენგან ყველაფერს? იმიტომ, რომ იცის გაჭირვებულ ქვეყანაში ფულის შოვნა ადვილია, ვინაიდან გაუნათლებელი ხალხის მართვაც ადვილია.ცოტა ხანში კიდევ შეემატება მის "აღმატებულებას" პირად ხაზინაში დიდი ქონება.ხალხი კი მეტად გაღარიბდება.

აი "ქართული ოცნების" გეგმა.

დაიმახსოვრეთ:(მთელი ცხოვრება მონობაში გატარებას ერთი წელი მშიერი ყოფნა გერჩივნოთ)

ეხლა მოისმინეთ მეორე ნაციონალური ძალის გამარჯვების შემთხვევაში რა ბედი ეწევა საქართველოს მომავალს:

დგება მომავალი-რაც დღევანდელი ევროპისათვის უკვე განვლილი ახლო წარსულია,მაგრამ ჩვენთვის ეროვნულად ნაციონალური. ასე რომ ყველაზე სათუთი და მოსაფრთხილებელი მისივე ქვეყნის აყვავება და მასში მაცხოვრებელი თითოეული მოქალაქის დაცვა იქნება დევიზით:ცოდნა, წესრიგი. რატომ?დალაგებულ სახლში ხომ ასე ადვილად ვერავინ ვერ შემოიპარება გარედან. რადგან შიგნით ძლიერი,ჭკვიანი სახლის პატრონი ეგულება.

აი ასეთი იქნება საქართველოს მომავალი თუ მის შიგნით სითბო, წესრიგი და სიყვარული იმეფებს. და აქაც იგივეს გავიმეორებ ჩემო საყვარელო ერის შვილებო!გთხოვთ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ვიდრე ხვალ 28 ნოემბერს გააკეთებთ ამ საბედისწერო არჩევანს.

- 1 წელი მშიერი ყოფნა მთელი ცხოვრების მონობას გერჩივნოთ

P.S თუ თქვენს შვილებს ნათელ მომავალს ჰპირდებით და თუ თქვენ არ შეგეშინდებათ ხვალინდელი დღის. ხმა მიეცით ჩვენი სამშბლოს ნათელ მომავალს " "- ნაციონალურ იდეოლოგიას - " ცოდნა წესრიგია" - " ძალა ერთობაშია "
მე მჯერა თქვენი სწორი გადაწყვეტილების."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები