2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ვალების ჩამოწერა არავითარ კავშირში არ იმყოფება დაყადაღებულ სახლებთან, იპოთეკურ სესხებთან.."

 "რუსთავი 2"ის გენერაალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს : 
"რას ნიშნავს 2000 ლარამდე ვალების ჩამოწერა?

1. ისედაც ამოუღებელი და ხელჩაქნეული ვალების განულებას

2. არავითარ კავშირში არ იმყოფება დაყადაღებულ სახლებთან, იპოთეკურ სესხებთან, მცირე მეწარმეობასთან და ა.შ.

3. ძირითადად იმათთვის ვალის ჩამოწერა, ვინც დაუგეგმავად რესტორანში დაბადების დღე გადაიხადა, შეყვარებულს ძვირიანი საჩუქარი აჩუქა, აიფონი იყიდა ან ტოტალიზატორში ფული დადო და მერე ვერ გაისტუმრა ეს ვალი. ვერ გაისტუმრა და არც აპირებდა - არც სახლი ქონდა ამაში ჩადებული, არც მანქანა და არც სხვა რამ. ერთადერთი, რითიც შეიზღუდა - ახალი მიკროსესხი ვერ აიღო ახალი ტელეფონისთვის ან ახალი შეყვარებულისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფრის ეკონომიკური ეფექტი პრაქტიკულად ნულოვანია. გამოიწვევს მხოლოდ იგივე ხალხის მხრიდან ახალი ტელეფონის ყიდვას ან ტოტალიზატორიში ხელახლა ფულის წაგებას. ნუ, ახალ შეყვარებულსაც გაუმართლებს.

4. ყველაზე მსხვილმა მიკროსაფინანსომ, vivus-მა უარი თქვა ამ სქემაზე და მის მომხმარებლებს არ გაუმართლათ.

5. ფონდი ქართუს მხრიდან მილიარდნახევრის (ეს ციფრი არ შეესაბამება სინამდვილეს. პრემიერმა უბრალოდ მოიტყუა. დაახლოვებით ნახევარ მილიარდზეა საუბარი) ვალის ჩამოწერა არ ნიშნავს, რომ ის ამ ვალების შესყიდვაში ამდენივეს იხდის. ჩვენთვის ცნობილია, რომ მიკროსაფინანსოების დაკაჩავების შედეგად, მათ გადაუხადეს ამ ვალებში 10%. ანუ ფონდი ქართუ ხარჯავს რეალური ციფრის მეათედს, რასაც სახელმწიფოს მიერ ივანიშვილისთვის რამდენიმე უფასოდ გადაცმეული მიწით მალევე უკან ამოიღებს :)

6. წინასაარჩევნოდ ფონდი ქართუს და სახელმწიფოს ერთობლივი გამოჩენა ამ სქემაში ნიშნავს ამომრჩეველთა კლასიკურ და მასობრივ მოსყიდვას და სალომე ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას საარჩევნო მარათონიდან."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები