2 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"სისხლში მაქვს რუსი ერის მიმართ სიყვარული... ჩემთან უფრო ახლოს დგას ეს ერი, ვიდრე ევროპა"

"დედაჩემის, ხათუნას ბებია იყო რუსი, ალბათ სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული" - ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ 2016 წელს, ერთ ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. ქარსელაძე ამბობდა, რომ მოსკოვი არის ქალაქი, რომელიც ძალიან უხდება მისი ცხოვრების რიტმს და იქ ბევრი მეგობარი ჰყავს. მისივე თქმით, მას რუსული ესტრადაც მოსწონს:

„დედაჩემის, ხათუნას ბებია იყო რუსი, ალბათ სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული. ჩემი უფროსი ძმა, კახი (მერაბ ჟორდანიას და მაკა ასათიანის ვაჟი) თავის ცოლთან ერთად იქ ცხოვრობს, იქ აქვს თავისი საქმე. მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს, როგორც ქართველი, ასევე რუსი. ეს არის ქალაქი, სადაც მეტი საშუალება გაქვს საკუთარი თავის რეალიზების... ჩემი ცხოვრების რიტმი ძალიან უხდება მოსკოვს. ეს ის ქალაქია, სადაც კულტურა უმაღლეს დონეზეა განვითარებული.რუსული ძველი ესტრადა მომწონს - ლუბა უსპენსკაია, ფილიპ კირკოროვი და სხვები დედას ძალიან უყვარს და ეს სიყვარული მეც გადმომეცა....ჯერ ერთი, რუსები მართლმადიდებლები არიან, მეორეც, ჩემთან უფრო ახლოს დგას ეს ერი, ვიდრე ევროპა, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს იქ წასვლა. ზუსტად ვიცი, ის ადამიანები, ვინც ძალიან ცუდად ფიქრობენ რუსებზე, ბოლო პერიოდში იქ არ ყოფილან. მათ ისე უყვართ ქართველები და ისე ენატრებათ ჩვენთან ურთიერთობები, რომ ვერ დავიჯერებ და ვერ მოვისმენ ადამიანებისგან მორალის კითხვას იმის თაობაზე, რომ იმ ქალაქში არ უნდა ჩავიდე " თქვა ნინი ქარსელაძემ ინტერვიუში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები