0 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ,რომ ყველაფერი გტკივათ.რომ ნერვოზი გაგიჩინათ ცხოვრებამ" - ანა ლაშხელი-ონიანი

მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი 32 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. გთავაზობთ მწერლის ჩანახატ-სტატუსს, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა.

საქალებო სტატუსი...

ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ. რომ ნერვოზი გაგიჩინათ ცხოვრებამ. მაინც არავის შეეცოდებით და საკუთარი თავის წინაშე მაინც მარტონი იქნებით. ნურასოდეს წაიქცევით სხვის დასანახად, ნუ ჩაიცმევთ შავ კაბას, როცა სამყარო ფერადია. ვინც თქვენგან მიდის, მას დაბრუნების რცხვენია და ამიტომ ხართ მარტო. ვინც არ იმსახურებს თქვენს ცრემლებს, დასაჯეთ უყურონ თქვენს სიცილს. ვინც ბედნიერებას ვერ განიჭებთ, ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად რომ მას შესწიროთ ცხოვრება. ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს.


ვინც გულს გტკენთ, ისინი გაძლიერებენ. ნუ იცხოვრებთ ისე რომ, სარკეში თქვენს ნაცვლად სხვა ქალის დანახვა გენატრებიდეთ.ყოველთვის იყავით ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ.


ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას გააუთაონ თქვენი ოცნებები. ნურც სამზარეულოს მეკვლე გახდებით ყოველ დილას. წაყევით თქვენს შვილებს ფეხბურთის სათამაშიდ, ტყეში, მტრედების სანახავად... მიყევით მათ ნაბიჯებს და იცინეთ... ბევრი იცინეთ რომ დედები ხართ. ნუ დაკარგავთ საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას... იყავით თავისუფლები, ლაღები, ლამაზები. ფერადკაბიანები. ჩაიცვით ბევრი კარგი ხასიათი და მოირგეთ თქვენი თავი. კაცები რომლებიც ქალებს ტოვებენ, ისევ ქალებთან გარბიან. ქალებთან რომლებმაც თქვენზე უკეთ გაიგეს საკუთათარი თავის ფასი...


ნუ იქნებით მარტო დედები... ან მარტო ქალები... იყავით ბევრი და მრავალფეროვანი. შექმენით საკუთარი თავი საკუთარი იდეალების მიხედვით. არასოდეს აპატიოთ ერთის მეტად. არასოდეს შეიყვაროთ თავზე მეტად.


მშვიდად დადექით სარკის წინ და თქვენს თავს ესაუბრეთ... ესაუბრეთ რომ ყველაზე ძლიერი ხართ და ყველაფერი კარგი წინაა.


დიახ, თქვენ ზუსტად ის ქალი ხართ კაცს რომ ოცნება ასწავლეთ... სიცოცხლე შეაყვარეთ და შვილები აჩუქეთ. თუ ის ამ ყველაფერს კარგავს, მიეცით საშუალება იცხოვროს საკუთარ სიბნელეში. ყოველთვის გახსოვდეთ რომ გვირაბის ბოლო გვირაბის დასაწყისიცაა...


და თუ ოდესმე თავს უფლებას მისცემთ ტირილის, იტირეთ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი პატარები კისერზე გეხუტებიან და გეუბნებიან " დედა, მიყვარხარ"...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები