1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18-დღიანი ტყვეობა დასრულდა - ტაილანდში, მღვიმიდან ყველა ბავშვი ამოიყვანეს

ჩამოტვირთვა

ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციისას, მღვიმეში ჩარჩენილი მეთორმეტე ბავშვიც გამოიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.

ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები საავადმყოფოში სავარაუდოდ, ერთ კვირას გაატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით ორ მათგანს პნევმონიის ნიშნები აქვს, ექიმები მათ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს სისხლის ანალიზი აუღეს და შესაძლო ინფექციებზე გამოკვლევებს უტარებენ. ექიმები ამბობენ, რომ ბიჭები თავს კარგად გრძნობენ .

11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები